უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს ეხმაურება.
“გასაოცარი ქართველები, რომლებსაც ესმით, რომ მეგობრებს გვერდით უნდა დაუდგნენ! მადლობელი ვარ ყველასი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა თბილისსა და სხვა ქალაქებში.
მართლაც, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეები არ წარმოადგენენ მთავრობას, თუმცა, მთავრობაზე უკეთესები არიან!“, – წერს ზელენსკი.
კომენტარები