მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ტყიბულში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ტყიბულში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ტყიბულში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

შეკრებილებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია დაგმეს და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს.

ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურენ და აღნიშნეს, რომ მან სამარცხვინო განცხადება გააკეთა, თუმცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე ყოველდღიური აქციები აჩვენეს, რომ ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით არის.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

უკრაინის მხარდამჭერი შეკრებები ყოველდღიურად იმართება. გუშინ ანალოგიური აქციები ჩატარდა სამტრედიასა და ქუთაისში. სოლიდარობის კიდევ ერთი აქცია დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები