მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონაური მოძრაობის” სამუშაო კაბინეტიდან უკრაინის დროშა გადმოფინეს

ქუთაისის საკრებულოში “ნაციონაური მოძრაობის” სამუშაო კაბინეტიდან უკრაინის დროშა გადმოფინეს

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში, ფრაქცია “ნაციონაური მოძრაობის” სამუშაო კაბინეტიდან უკრაინის დროშა გადმოფინეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 5 დღის განმავლობაში ვერ გაბედა და ღია მხარდაჭერა მეგობარ ქვეყანას არ გამოუცხადა.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩვენი ფრაქციის ოთახიდან გადმოვფინეთ სოლიდარობის ნიშნად უკრაინის დროშა. 4 დღეა, ქუთაისის საზოგადოება მერისგან ითხოვს ელემენტარულად უკრაინის ეროვნული სიმბოლიკის გადმოფენას ადმინისტრაციული შენობიდან. ის რაც ვერ გაბედა ქუთაისის მერმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ გავაკეთეთ ჩვენ იმისათვის, რომ უკრაინამა ხალხმა არ იფიქროს რომ ქართველი ხალხი მათ მხრეს არ დგას”, – აცხადებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია.

საზოგადოება რამდენიმე დღეა, ითხოვს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული შენობა უკრაინის დროშის ფერებში გააათოს ან შენობიდან უკრაინის დროშა გადმოფინოს.

კომენტარები