მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გამოდით უნდა დაგთვალოთ”- ექსკლუზიური კადრები, როგორ ჩაამსხვრია ქუთაისის მერიის მინები ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ადამიანმა

“გამოდით უნდა დაგთვალოთ”- ექსკლუზიური კადრები, როგორ ჩაამსხვრია ქუთაისის მერიის მინები ხელისუფლებაზე განაწყენებულმა ადამიანმა

“გამოდით უნდა დაგთვალოთ”- ამ რეპლიკების ფონზე ახალგაზრდა მამაკაცმა ქუთაისის მერიის შენობის ფასადის მინები ჩაამსხვრია და ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

აღნიშნული ვიდეო მასალა საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთმა” ექსკლუზიურად მოიპოვა.

კადრებში ჩანს, რომ გაღიზიანებული მამაკაცი ქვებითა და ადგილზე არსებული ლითონის ურნით ადმინისტრაციული შენობის ფასადს ამტვრევს.

ხელისუფლებაზე განაწყენებული პირი, ადგილობრივ ხელისუფლებას უკრაინის სათანადო მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა და პრემიერ-მინისტრის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს გმობდა.

კომენტარები