მთავარიახალი ამბებისლაიდი

ზურაბიშვილი ღარიბაშვილის პოზიციას ემიჯნება – “მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი”

ზურაბიშვილი ღარიბაშვილის პოზიციას ემიჯნება – “მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ემიჯნება.

“პირველ რიგში, არ ვიცი რატომ გააკეთა ეს განცხადება, ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით, დარწმუნებული არ ვარ, ისეთი სანქციების დაწესება შეგვიძლია, რასაც ნამდვილად ექნება გავლენა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დღეს ასეთ განცხადებას რაიმე აზრი აქვს. გულწრფელად გეტყვით, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი.

ვფიქრობ, რაც მნიშვნელოვანია და რასაც ყველა ელის საქართველოსგან, არის ღია სოლიდარობა. ვიზიტის ფარგლებში სწორედ ამას გამოვხატავ პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. ასევე საქართველოს მოსახლეობამ ეს ძალიან ნათლად გამოხატა. სწორედ ამ გზავნილის ჩამოტანა მინდოდა საფრანგეთში, რომ ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასთან.

კომენტარები