ქუთაისში 3 მარტს უკრაინის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება.
“ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით მოქალაქეები 17:30 საათზე დავით აღმაშენებლის ძეგლთა შეიკრიბებიან და სოლიდარობის პროტესტი ქუთაისის ქუჩებს მოიცავს.
უკრაინაში მეშვიდე დღეა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მეგობარ ქვეყანაში რუსულ აგრესიას საქართველოს მოქალაქეები ყოველდღე აპროტესტებენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
კომენტარები