მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ექიმებმა ახალშობილის გაჩერებული გული აამუშავეს

ქუთაისში ექიმებმა ახალშობილის გაჩერებული გული აამუშავეს

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს ექიმი გიული კირთაძე სოციალურ ქსელში ახალშობილის გადარჩენის შესახებ წერს, რომელსაც გული გაუჩერდა.

“სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში, რომ გაიმარჯვებ, გაჩერებული გული დაიწყებს ფეთქვას, სულ პაწუა, უსუსური, ისევ სუნთქავს, ისევ იბრძვის მოვლენილი დედამიწაზე. იცოცხლოს, ისუნთქოს და უბრალოდ იცოცხლოს. ჩემო საუკეთესო ადამიანებოვ – აზა მესხი, ნატალია თორთლაძე, ირმა ჭუმბურიძე, ლიკა შალიკიანი, ნონა კიკაბიძე ნანა გოგორელიანი. მადლობა თქვენ, კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლისათვის,“- წერს გიული კირთაძე.

“40 წუთი მიდიოდა გულის მასაჟი, ზუსტად 40 წუთის შემდეგ აღდგა გულის მუშაობა. როდესაც ფონეიდოსკოპში მოვისმინე გულისცემა სიხარულისაგან მეგონა ღმერთი უკრავდა ხმას,”-  განაცხადა რეანიმატოლოგმა.

 

კომენტარები