ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციის პარალელურად ადგილობრივები მეგობარ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და ტანსაცმელს აგროვებენ.
ომში მყოფი მოძმე ქვეყნის დახმარების მსურველი უამრავი ადამიანი აღმოჩნდა. დახმარების მსურველი ადამიანები ბარ-რესტორან “შავი ბოთლის” ადმინისტრაციას უკავშირდებიან, სადაც შეგროვებული პროდუქტები და ტანსაცმელი იყრის თავს.
დღესვე ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის მორიგი აქცია გაიმართება. მოქალაქეები 17:30 საათზე დავით აღმაშენებლის ძეგლთა შეიკრიბებიან და ავტომობილების გაბმული სიგნალებით მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას გამოუცხადებენ.
კომენტარები