მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში არსებული ბარ-რესტორანი “ლილესთან” რუსეთის მოქალაქეებს აღარ მოემსახურება

ქუთაისში არსებული ბარ-რესტორანი “ლილესთან” რუსეთის მოქალაქეებს აღარ მოემსახურება

ქუთაისში არსებული ბარ-რესტორანი “ლილესთან” რუსეთის მოქალაქეებს აღარ მოემსახურება.

ბარ-რესტორანის ადმინისტრაციის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომლებიც ოკუპაციას არ ეთანხმებიან.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბარ-რესტორანი „ლილესთან“ უარს ამბობს გაუმასპინძლდეს რუსეთის მოქალაქეებს, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ოკუპაციას არ ეთანხმება და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგია”, – ნათქვამია ბარ-რესტორნის განცხადებაში.

უკრაინაში ომის მე-9 დღეა. ქუთაისში კი ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ.

კომენტარები