მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია იმართება

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია იმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

აქცია საქართველოს და უკრაინის ჰიმნებით გაიხსნა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ოკუპანტი რუსეთის აგრესიას გმობენ, მეგობარ ქვეყანას სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ უკრაინაში ორი მოძმე ერის საერთო მტერი შეიჭრა და მისთვის თავისუფლების და დამოუკიდებლობის წართმევას ცდილობს.

მათივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს თითოეულმა მოქალაქემ, რადგან საქართველოს მომავალიც უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული, ქვეყნის ხელისუფლება კი რუსეთთან დათმობის პოლიტიკას ამჯობინებს და უკრაინის გვერდით არ არის.

რუსეთმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის აქციები საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად იმართება.

კომენტარები