მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მიმდინარეობს პირველი ეტაპები ბოროტების იმპერიის დასრულებისთვის”

“მიმდინარეობს პირველი ეტაპები ბოროტების იმპერიის დასრულებისთვის”

საქართველო აუცილებლად უნდა იყოს იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომელიც მართებული ტაქტიკით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლურსმანს დააჭედებს ბოროტების იმპერიის კუბოზე, – აცხადებს ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

ის რუსეთში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოროტების იმპერიის დასრულებისთვის პირველი ეტაპები ახლა მიმდინარეობს.

“რუსეთში უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციის დასაწყისია. რუბლი ისტორიულ მინიმუმზეა. უცხოეთიდან შესული მედიკამენტების მარაგი თანდათან იწურება, საკვები პროდუქტები ძალიან გაძვირდა, ზოგიერთიც უკვე დეფიციტშია. ტექნიკისა და სხვა მოხმარების საგნების ბრენდულმა ფირმებმა დატოვეს ან ტოვებენ რუსეთის ბაზარს. მოქალაქეებს არ აქვთ უფლება, რომ ათი ათას აშშ დოლარზე მეტი გაიტანონ ქვეყნიდან.

მოსახლეობაში შინაგანად ღვივდება და მწიფდება პროტესტი, რომელიც შესაძლოა გადაიქცეს დიდ საპროტესტო საზოგადოებრივ ტალღად. სწორედ ეს მდგომარეობაა ახლა ბოროტების იმპერიის განადგურების მთავარი გზა და ამ ფონზე, არცერთმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ, არავითარი მიმართულებით დახმარების ხელი არ უნდა გაუწოდოს რუსეთის სახელმწიფოს. სწორედ ახლა მიმდინარეობს პირველი ეტაპები ბოროტების იმპერიის დასრულებისთვის. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომელიც მართებული ტაქტიკით (არა პროვოკაციებზე წამოგებითა და საომარი რიტორიკით ან ქმედებით) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლურსმანს დააჭედებს ბოროტების იმპერიის კუბოზე და ერთ დიდ ნიჩაბ მიწასაც დააყრის მის სამარეს და არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ უპირველესად იმ ოკუპაციისთვის, ანექსიისთვის, ნგრევისა და სისხლისთვის, რაც რუსეთს ორას წელზე მეტია, მოაქვს ჩვენთვის და შემდგომ უკრაინისთვის და ბოროტების იმპერიის მიერ დაჩაგრული ყოველი ერისა თუ ადამიანისთვის”, – აცხადებს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

კომენტარები