მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც საქართველოს და უკრაინის დროშებით და გაბმული სიგნალებით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს.

მსვლელობის ორგანიზატორი ლაშა მესხი იყო.

“გადავწყვიტეთ, დღეს გაგვემართა აპოლიტიკური აქცია ჩვენი მოძმე უკრაინის მხარდასაჭერად, ძალა ხალხშია და დღეს ხალხი უკრაინის მხარესაა. დიდება და თავისუფლება უკრაინას!”, – განაცხადა ლაშა მესხმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მეგობარი ქვეყნის სოლიდარობის აქციები საქართველოში ყოველდღიურად იმართება.

კომენტარები