მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ობლობაში გაიზარდა, ექიმობაზე ოცნებობდა, ჩააბარა და ახლა დაიღუპა, მთელი ზესტაფონი გლოვობს”

“ობლობაში გაიზარდა, ექიმობაზე ოცნებობდა, ჩააბარა და ახლა დაიღუპა, მთელი ზესტაფონი გლოვობს”

ზესტაფონში, კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს დაღუპული მუშა, 18 წლის დემე სარალიძეა.

ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის მკვიდრი და სამედიცინო ფაკულტეტის პირველი სტუდენტი იყო.

“ობლობაში გაზარდა საცოდავმა დედამისმა. ექიმობაზე ოცნებობდა, ჩააბარა უნივერსიტეტში და რომ უნდა გაეხარა, ახლა დაიღუპა. საცოდავი ბიჭი, მთელი ზესტაფონი გლოვობს”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

ზესტაფონის შენობის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

კომენტარები