Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 354 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 95 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 12 645 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, გარდაიცვალა 29 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 15.58%
კომენტარები