მაღაზიათა ქსელი „ფემილი“ და მზა საკვების საწარმო „ფემილი ფუდი“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მიმდინარე საქველმოქმედო აქციას შეუერთდა.
კომპანიამ უკრაინაში 15 000-მდე ლარის ღირებულების პირველადი და გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტები, ერთჯერადი შპრიცები, ბინტები და სხვა ყველაზე აუცილებელი ინვენტარი გააგზავნა.
“დღეს უკრაინელი ხალხი არამხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად იბრძვის. სწორედ ამიტომ თითოეული მოქალაქის, ბიზნესის თუ ნებისმიერი სხვა სექტორის წარმომადგენლის ვალდებულებაა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთოთ ამ გმირი ხალხის დასახმარებლად“, – აღნიშნულია მაღაზიათა ქსელ „ფემილის“ განცხადებაში.
კომენტარები