ზემო იმერეთში ინტესიურად თოვს. უხვმა ნალექმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, იმ მონაკვეთებზე, სადაც გადაადგილების პრობლემებია, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კომენტარები