მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან

უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან

უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა კრაკოვიდან შესრულდა.

თვითმფრინავში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში დროებით ახლობლებთან ჩამოვიდნენ.

როგორც ისინი იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთთან” საუბარში აცხადებენ, უკრაინაში რთული მდგომარეობაა, იბომბება სახლები და მოსახლეობა იძულებულია ქვეყანა დატოვოს.

მათი თქმით, პოლონეთის საზღვრამდე მატარებლით მისვლაც გართულებულია.

კომენტარები