Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 121 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 280 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 78 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 7 729 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 823 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 445 პირი, გარდაიცვალა 24 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.65%
კომენტარები