ქუთაისში, აღამშენებლის გამზირზე ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე ავტომობილს დაეცა.
ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი შემთხვევას უვნებლად გადაურჩა.
“შუქნიშანზე ვიდექი, მოულოდნელად საშინელი ხმა მომესმა ამ დროს კი ხე დაგვეცა მანქანაზე. სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით”, – ამბობს დაზარალებული.
ქუთაისში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ასწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა.
კომენტარები