ქართველი “სთრონგმენის” წარმატება ევროპის ჩემპიონატზე – ქუთაისელმა კონსტანტინე ჯანაშიამ მესამე ადგილი დაიკავა.
ოქროს მედალი უკრაინის წარმომადგენელმა დაიმსახურა, მეორე ადგილი კი შოტლანდიელმა სპორტსმენმა.
კონსტანტინე ჯანაშია ტურნირზე უკრაინის მხარდამჭერი მაისურით გამოვიდა.
“ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, საქართველოს და უკრაინის მეგობრობა დამეფიქსირებინა, მხარდაჭერა გამოვუცხადე ჩემ უკრაინელ მეგობრებს“, – აღნიშნა კონსტანტინე ჯანაშიამ.
კომენტარები