Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 37 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე საავადმყოფოებში 85 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 9 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 20 782 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 273 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 577 პირი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.31%.
კომენტარები