მთავარიახალი ამბებისლაიდი

ბინები და მიწის ნაკვეთი თბილისსა და რაიონში – რა ქონებას ფლობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე

ბინები და მიწის ნაკვეთი თბილისსა და რაიონში – რა ქონებას ფლობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე

ბინა თბილისში, საცხოვრებელი სახლი ხარაგაულში, მიწის ნაკვეთი სოფელ ვაშლევში, ავტოფარეხები დედაქალაქსა და რაიონში – ეს ქონება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს ეკუთვნის.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე განთავსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს 89 კვ.მ ბინა აქვს თბილისში, ვაჟა- ფშაველას გამზირზე, ამავე კორპუსში აქვს 20 კვ.მ ავტოფარეხი.

საკრებულოს თავმჯდომარეს საცხოვრებელი სახლი აქვს ხარაგაულის მონიციპალიტეტის სოფელ ვაშლევში. ამავე სოფელში აქვს მიწის ნაკვეთი.

საკრებულოს თავმჯდომარის ქონებით საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთი” მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ოპოზიციამ ინფორმაცია გააჟღერა, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობა” ვარაუდობს, რომ მანანა ბარბაქაძეს დიპლომი გაყალბებული აქვს.

კომენტარები