რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 177 ბავშვი მოკლეს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 336-ზე მეტმა ბავშვმა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 108, კიევის ოლქი – 93, ხარკოვის – 76, ჩერნიგოვის – 51, ნიკოლაევის – 40, ლუგანსკის – 35, ზაპოროჟიე – 22, ხერსონის – 29, დედაქალაქის – 16, სუმის – 16 და ჟიტომირის – 15.
ყოველდღიური დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 938 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 87 სრულად განადგურებულია.
კომენტარები