Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 81 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 8 854 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 425 პირი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.67%
კომენტარები