43 წლის ქართველი მოკრივე, ქუთაისელი ავთანდილ ხურციძე კვლავ ამერიკის ციხეში იმყოფება.
fanebi.com-ის ინფორმაციით, ხურციძისგან არაფერი ისმის, როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, მებრძოლი კვლავ ციხეშია და გამოსვლას ელის.
2021 წლის სექტემბერში მოკრივემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ციხიდან გათავისუფლდდა. 4 ოქტომბერს ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შესახებ საუბრობდა, სადაც პროკურორი კვლავ მოითხოვდა მის დამატებით 5-წლიან პატიმრობას. ბოლო აქტივობა 6 ნოემბრით თარიღდება, როცა შვილის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.
ხურციძე ამერიკაში 2017 წლის 14 ივნისს ამერიკაში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს და სასამართლომ 10-წლიანი სასჯელი დაუწესა.
კომენტარები