მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისელი ჩინოვნიკები სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში – აუდიტის დასკვნა

ქუთაისელი ჩინოვნიკები სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში – აუდიტის დასკვნა

ქუთაისელი ჩინოვნიკები სოციალური შემწეობის მიმღებთა სიაში – აუდიტის სახელმწიფო სამსახური უჩვეულო დასკვნას აქვენებს.

ირკვევა, რომ ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები ხელფასთან და ფულად ჯილდოსთან ერთად სოციალურ დახმარებებსაც იღებენ. 358 ათასი ლარი იმ მაღალამაზღაურებად მოხელეებზე გადანაწილდა, რომლებსაც, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები უფიქსირდებათ, თუმცა სოციალური შემწეობებზეც ვერ ამბობენ უარს.

“მერიის თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებები – 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

ამასთანავე, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331 000 ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432 000 ათასი ლარი.

კომენტარები