მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერია ავტომობილებში იმაზე მეტ საწვავს ასხამს, ვიდრე ამ ავტომობილების ავზში ეტევა

ქუთაისის მერია ავტომობილებში იმაზე მეტ საწვავს ასხამს, ვიდრე ამ ავტომობილების ავზში ეტევა

ქუთაისის მერია ავტომობილებში იმაზე მეტ საწვავს ასხამს, ვიდრე ამ ავტომობილების ავზში ეტევა.

“აი, ფაქტის“ ინფორმაციით, მაგალითად, ლექსუსი JX470 ტიპის ავტომობილში, რომლის ავზიც 87 ლიტრს იტევს, 2019 წელს 150 ლიტრი საწვავი ჩაასხეს. მაზდა 3-ში, რომელსაც 50-ლიტრიანი ავზი აქვს, ერთჯერადად ჩაასხეს 74 ლიტრი საწვავი.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა 35 ათასი ლარის საწვავი დახარჯეს ქუთაისის ფარგლებს გარეთ. თან დოკუმენტებით ვერ ამტკიცებენ, რომ მგზავრობა სამსახურებრივი მივლინების ნაწილი იყო.

საწვავს ასხამდნენ შვებულების დროსაც. 2019-2020 წლებში შვებულების დროს გახარჯეს 15 ათასი ლარის ღირებულების საწვავი.

“შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით”, – წერია აუდიტის ანგარიშში.

 

კომენტარები