მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მაგ სიმართლით იარეთ, რამდენი ჩემს სახლში იარაღი იპოვეთ, თქვენ ჩამიდეთ”, – ლექსო რაფავა ქუთაისელ პოლიციელებს

“მაგ სიმართლით იარეთ, რამდენი ჩემს სახლში იარაღი იპოვეთ, თქვენ ჩამიდეთ”, – ლექსო რაფავა ქუთაისელ პოლიციელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადგილობრივი არჩევნების წინ, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ქუთაისის სამმართველოს ის პოლიციელები გამოკითხეს, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.

პროცესს ესწრებოდა იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი”.

გამოკითხვის დროს პოლიციელებმა გაიხსენეს როგორ და სად იპოვეს ლექსო რაფავას სახლში ჩხრეკისას იარაღი და ხელყუმბარა.

თავად დაკავებულმა პოლიციელმა კი განაცხადა, რომ მართლსაწინააღმდეგო ნივთები მის სახლში პოლიციელებმა ჩადეს და ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

“მაგ სიმართლით იარეთ თქვენ, რამდენი ჩემს სახლში თქვენ იარაღი იპოვეთ. თქვენ ჩამიდეთ ეს ყველაფერი და მე გეხვეწებოდით, ეგ არ გააკეთოთ-მეთქი, მე ვიწექი თუ არა ძირს და სპეცრაზმი მუხლებით იყვნენ თუ არა ჩემს ზურგზე თქვენ, რომ შემოხვედით?!”, – მიმართა ლექსო რაფავამ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ხობში წინასაარჩევნოდ, სპეცოპერაციის დროს ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. მას იარაღის შეძენა-შენახვას ედავებიან.

ლექსო რაფავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი 2010- 2012 წლებში იყო. მანამდე ის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები