მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის მერიამ რესტორნებში 150 000-მდე ლარი დახარჯა – აუდიტი

ქუთაისის მერიამ რესტორნებში 150 000-მდე ლარი დახარჯა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ პერიოდში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 351 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად სათანადოდ არ არის დასაბუთებული.

აუდიტის ცნობით, კვებასა და სარესტორნო მომსახურებაზე 2019 წელს დაიხარჯა 117.8 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს – 31.3 ათასი ლარი. 2019 წელს ქუთაისის მერიამ სარესტორნო და კვების მომსახურებით − 79-ჯერ, ხოლო 2020 წელს 54-ჯერ ისარგებლა.

მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ არის მითითებული ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა, ინფორმაცია შეძენილი პროდუქტის შესახებ და სხვა მონაცემები.

“მუნიციპალიტეტის მიერ წარმომადგენლობით ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები დოკუმენტურად სათანადოდ არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის მიხედვითაც თანხები წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლიდან გაიცემა. ანაზღაურება, ძირითადად, ხდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების ან/და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე”. – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

 

კომენტარები