Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 45 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 74 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 862 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 266 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 348 პირი, გარდაიცვალა 2 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.07%.
კომენტარები