Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში 24 საათში კორონავირუსის 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 22 932 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 648 პირი, გარდაიცვალა 2 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.03%.
კომენტარები