მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოპოზიცია აუდიტის დასკვნაზე საუბარს აპირებდა, ჟურნალისტები არ შეუშვეს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ოპოზიცია აუდიტის დასკვნაზე საუბარს აპირებდა, ჟურნალისტები არ შეუშვეს

ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესასვლელში დაცვის კორდონია მობილიზებული, რომელიც მედიას ადგილზე შერჩევით უშვებს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და მედიას სოლიდარობა გამოუცხადეს.

“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერის დავალებით არ უშვებენ ჟურნალისტებს საკრებულოს სხდომაზე. მან კარგად იცოდა, რომ ჩვენ ვაპირებდით აუდიტის დასკვნის სკანდალური დოკუმენტის საკითხზე საუბარს, სადაც წერია, ყველა აბზაცში თუ როგორ იპარავენ მილიონობით ლარს. უბრალოდ შეეშინდათ საზოგადოების და ჟურნალისტებთან ერთად ამ თემის განხილვის. პირველად არის, როდესაც ჟურნალისტებს არ უშვებენ საკრებულოს სხდომაზე. ამიტომ ჩვენ დავტოვეთ საკრებულოს სხდომა, სანამ არ მოხდება მედიის დაშვება საკრებულოს სხდომაზე, მანამდე არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობას”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

კომენტარები