ქუთაისის მერიამ ბიუჯეტი ვერც 2019-2020 წლებში აითვისა, თუმცა საჯარო მოხელეები მშვენივრად ითვისებენ საკუთარი ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხებს და ხელფასის გარდა მათ მილიონ ლარზე მეტის ჯილდო, დანამატი და დახმარება მიიღეს.
“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში მერიამ 100%-ით თითქმის ვერცერთი პროგრამა აითვისა და მათ შორის ყველაზე უარესად ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა შეასრულა, 10.2 მილიონი დაუხარჯავი ლარით.
ინფრასტრუქტურის გარდა ქუთაისმა ვერ აითვისა ბიუჯეტის შემდეგი მუხლები: დასუფთავება და გარემოს დაცვა – 1,476,500, განათლება – 762,200, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 1,443,600, ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა – 282,500.
კომენტარები