აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 22-23 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
კომენტარები