მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ქუთაისის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს

ქუთაისის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს. დეპუტატებმა 18 ხმით ჯემალ ბიბილიშვილს მხარი დაუჭირეს. ახალი დეპუტატი საკრებულოს უკვე ყოფილი წევრის ლევან სანიკიძის ადგილმონაცვლეა.

იმის გამო, რომ ქუთაისის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 18 დეპუტატი ჰყავს, აქედან ერთს უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა, დროებით მმართველი პარტია ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად საკრებულოს სხდომის ჩატრებას, რადგან კვორუმი არ იყო, თუმცა საკრებულოს სხდომაზე ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ელეონორა არჩაია გამოცხადდა, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელებს საკრებულოს სხდომის ჩატარების საშუალება მისცა.

 

 

კომენტარები