მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის საკრებულოში “ოცნების” უმრავლესობაში დარჩენას მხარი გახარიას პარტიის წევრმა დაუჭირა

ქუთაისის საკრებულოში “ოცნების” უმრავლესობაში დარჩენას მხარი გახარიას პარტიის წევრმა დაუჭირა

ქუთაისის საკრებულოში “ოცნების” უმრავლესობაში დარჩენას მხარი პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ელეონორა არჩაიამ დაუჭირა.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქალაქის საკრებულოს წევრმა ლევან სანიკიძემ იმერეთის ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე გადანაინაცვლა.

აღნიშნული ცვლილებით ქუთაისის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” დროებით უმრავლესობა დაკარგა, სახელისუფლებო პარტიის ახალი წევრის დასამტკიცებლად კი ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

“ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, საკრებულოს სხდომას ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ელეონორა არჩაია ესწრებოდა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს “სიტყვის შესრულებისთვის” მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, ელეონორა არჩაიამ “ქართული ოცნება” ადგილობრივი არჩევნების წინ დატოვა, მაშინ გუნდმა მისი ეს გადაწყვეტილება ღალატად შეაფასა.

კომენტარები