Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში კორონავირუსის 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთში საავადმყოფოებში 83 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 9 პაციენტი.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარდა 25 626 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 223 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 399 პირი, არავინ გარდაცვლილა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 0.87%.
კომენტარები