ქუთაისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კილაძე „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 10 წლის იუბილეს ეხმაურება და იმ „მიღწევებს“ ასახელებს, რაც მმართველმა პარტიამ ქუთაისისთვის შეძლო.
„დღეს „ქართული ოცნება“ 10 წლის გახდა, ამ 10 წელიწადში მათ შეძლეს ქუთაისისთვის:
1. საპარლამენტო ქალაქის სტატუსის წართმევა.
2. მთავრობის სახლის დაბრუნება თბილისში.
3. კონტროლის პალატის გადატანა.
4. სემეკის გადატანა.
5. თეთრი ხიდის რეაბილიტაცია.
6. 60 ავტობუსის ყიდვა, რომელიც 9 თვეში 954 შესაკეთებელი გახდა.
7. შუქნიშნის ღილაკის შეკეთება.
8. ელექტრომობილების წარმოება ქუთაისში.
9. დ.აღმაშენებლის აეროპოტთან სალიანდაგო გზის მიყვანა და ჩქაროსნული სამატარებლო გზის გამართვა
10. ჩემი ბიუჯეტი აქ არის“, – წერს გიორგი კილაძე.
კომენტარები