მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში, ეკლესიასთან, ჟურნალისტის ავტომობილის დისკების ხუფები მოიპარეს

ქუთაისში, ეკლესიასთან, ჟურნალისტის ავტომობილის დისკების ხუფები მოიპარეს

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძართან, ავტომობილის “კალპაკები” (დისკების ხუფები) მოიპარეს.

დაზარალებული ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილია.

“ასე “კალპაკებ” მოხსნილი დამხვდა მანქანა ამ დილით. როგორც მე გამახარეთ, ისე გახარებულებმა იარეთ, ვინც ეს გააკეთეთ”, – წერს ჟურნალისტი.

ქუთაისში გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე ადგილობრივებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ ქურდობა, ყაჩაღობა და ძარცვა ყოფილ საპარლამენტო ქალაქში უკვე ყოველდღიურობად იქცა.

კომენტარები