მთავარიახალი ამბებისლაიდი

კვლევის თანახმად, გუბერნატორები, რომელთა ხელფასებიც 5 900 ლარს შეადგენს, ყველაზე არაპოპულარულები არიან

კვლევის თანახმად, გუბერნატორები, რომელთა ხელფასებიც 5 900 ლარს შეადგენს, ყველაზე არაპოპულარულები არიან

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის შორის ყველაზე არაპოპულარული გუბერნატორის ინსტიტუტია.

რეიტინგში ქართული ჯარი ლიდერობს, მოწონების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა საპატრიარქო, ხოლო მესამეზე – პოლიცია.

• ქართული ჯარი — 84%
• საპატრიარქო — 81%
• პოლიცია — 63%
• იუსტიციის სამინისტრო — 61%
• ქართული მედია — 60%
• ადგილობრივი ხელისუფლება — 58%
• სახალხო დამცველის ოფისი — 57%
• პრეზიდენტის ოფისი — 48%
• პრემიერ-მინისტრის ოფისი — 48%
• ცესკო — 48%
• მინისტრთა კაბინეტი — 46%
• პარლამენტი — 44%
• განათლების სისტემა — 40%
• პოლიტიკური პარტიები — 40%
• სასამართლო — 38%
• ეროვნული ბანკი — 29%
• პროკურატურა — 28%
• გუბერნატორები — 27%.

ცნობისთვის, „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, გუბერნატორების ადმინისტრაციების შენახვაში 2014-2022 წლებში 59 მილიონი დაიხარჯა, თანხის 69% ხელფასებში დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა დაფინანსება, პირიქით, გაიზარდა – 2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა, გაორმაგდა გუბერნატორების ხელფასებიც და 5 900 ლარი გახდა.

 

კომენტარები