მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერა

ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერა

ქუთაისში, უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა, მერის წარმომადგენელთან ზაზა ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე წყაროს. ასევე წესრიგდება ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი საფეხმავლო კიბე.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლესელიძის მე-3 ჩიხში. პროექტის თანახმად წესრიგდება სანიაღვრე არხი და მოეწყობა ბეტონის საფარი. მინი ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს პეტრიწის მეოთხე შესახვევში.

აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები