იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კალანდაძე შიდა ქართლში სამხარეო პოლიციის უფროსად დანიშნეს.
იმერეთის სამხარეო პოლიციაში თეიმურაზ კალანდაძე აღნიშნულ თანამადებობაზე გასულ წელს დაინიშნა.
თეიმურაზ კალანდაძემ იმერეთის მედიას განუცხადა, რომ ბატონო პოლიციელო, ან ბატონო პოლკოვნიკო დაუძახონ.
კალანდაძე 2018 წელს სამინისტროდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა. მისი გათავისუფლება თბილისში, საკუთარ სახლში კრიმინალური ავტორიტეტის ალექსანდრე კობალაძის ვაჟის კობა კობალაძის ცემის საქმეს უკავშირდება.
კობალაძე ამბობდა, რომ მას მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაესხნენ თავს. მაშინ მომხდარის გამო თანამდებობიდან პოლიციის რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს, მათ შორის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე.
კომენტარები