მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი”

“გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი”

ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია.

„რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას – ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები