სანქციების ზემოქმედების შესამცირებლად რუსეთი საკუთარ წარმოებაში რამდენიმე ქვეყნის ჩართვას ცდილობს, საუბარია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებზე, საქართველოზე, სომხეთზე, აზერბაიჯანსა და ყაზახეთზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული.
„მოსკოვი გეგმავს ორგანიზებას გაუწიოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების კომპონენტების წარმოებას, პირველ რიგში, ესაჭიროებათ უცხოური კომპონენტების გამოყენება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტთან დაკავშირებით.
“მიწოდება იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და ექსპორტზე მესამე ქვეყნებში. ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკვე შეიქმნა 200-ზე მეტი კომპანია.
გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთში შექმნეს 1000-მდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს, რომლებიც გადაიხდიან გადასახადებს ორივე ქვეყნის ბიუჯეტში – სომხეთისა და რუსეთის“, – აცხადებენ დაზვერვაში.
კომენტარები