უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 23 500 ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 01.05-მდე:
ტანკები – 1 026, ჯავშანტექნიკა – 2 471, საარტილერიო სისტემები – 451, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 151, საჰაერო თავდაცვის სისტემები – 80, თვითმფრინავი – 192, ვერტმფრენები – 155, საავტომობილო ტექნიკა – 1 796, მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 8, ავზები საწვავით და საპოხი მასალებით – 76, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 245, სპეციალური ტექნიკა – 32, საკრუიზო რაკეტები – 84.
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.
კომენტარები