მთავარიახალი ამბებისლაიდი

“არ იქნება კომენტარი” – იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ სურთ საუბარი, რატომ, ვინ და რა დამსახურებით მიიღო პრემია-დანამატები

“არ იქნება კომენტარი” – იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არ სურთ საუბარი, რატომ, ვინ და რა დამსახურებით მიიღო პრემია-დანამატები

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აღებულ პრემია-დანამატებსა და სარესტორნო მომსახურებებზე საუბარი არ სურთ.

სამხარეო ადმინისტრაციის შესასვლელში დაცვა დგას, რომელიც შენობაში შესვლის უფლებას არ გვაძლევს, პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთდება.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” კი აინტერესებდა, ვინ, რატომ და რა დამსახურებით მიიღო ხალხის ფული, პრემია-დანამატების სახით.

“არ იქნება კომენტარი,”- აცხადებს სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ტელეფონით გამოგზვანილ სმს შეტყობინებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 2021 წელს 5,5 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. გასულ წელს იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაციამ 21, 478 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებაც 65, 508 ლარია.

ამასთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა 2021 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად 29,948 ლარი გაიღეს;

ყველაზე მეტი – 18,889 ლარის ხარჯი იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაზე მოდის.

2021 წელს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 25 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 467,729 ლარი, პრემიაზე, დანამატსა და ჯილდოზე კი 26, 560 ლარი გაიცა.

კომენტარები