მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა იყო სამარცხვინო, მარტო ის ხო არ არის, 20 კაცი სასტუმროში დარჩეს და ამით ქუთაისს რამე წაადგება“

“ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა იყო სამარცხვინო, მარტო ის ხო არ არის, 20 კაცი სასტუმროში დარჩეს და ამით ქუთაისს რამე წაადგება“

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის აზრით, ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა სამარცხვინო იყო.

“ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა იყო სამარცხვინო, რატომ იცით? პარლამენტი ხო მთავარი ორგანოა ქვეყანაში, უნდა იყოს სიმართლის, კანონიერების სიმბოლო, ერთი თეთრი არ იყო ბიუჯეტში ჩადებული, როგორ აშენდა? აქ ბრძანდებიან ხალხი, ვინც იცის – ვიღაცას იქ უთხრეს, შენ ის ფული უნდა შეიტანო ამ ფონდში, ქუთაისის ბიუჯეტიდან წამოიღეს რაღაც თანხა, ვიღაცას პრივატიზაციიდან წაართვეს, ერთი თეთრი არ არის ჩადებული.

შემდეგ კიდე რამდენ ხანს ვარემონტებდით და რისთვისაც იყო გადატანილი, გითხარით. პარლამენტის მუშაობა მარტო ის ხო არ არის, რომ ვთქვათ, 20 კაცი სასტუმროში დარჩეს და ამით ქუთაისს რამე წაადგება“, – განაცხადა კვიჟინაძემ.

კომენტარები