მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ხო ააღორძინა და ააყვავა, არჩევნების შემდეგ არავინ გამოჩენილა“ – რისთვის ამზადებს წყალტუბოს ივანიშვილი

“ხო ააღორძინა და ააყვავა, არჩევნების შემდეგ არავინ გამოჩენილა“ – რისთვის ამზადებს წყალტუბოს ივანიშვილი

3 წლის წინ, წინასაარჩევნოდ ივანიშვილმა მორიგი ფუჭი დაპირება დადო, რომ წყალტუბოს სანატორიუმების გამოისყიდდა და განაახლებდა, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში წყალტუბოში არაფერი გაკეთებულა.

ავარიული შენობებიდან დევნილების დიდი ნაწილი გაიყვანეს, მაგრამ იმის გამო, რომ საჯაროდ ივანიშვილს ხელი აქვს დადებული კურორტზე, სხვა ინვესტორები იქ ფულის ჩადებას ერიდებიან.

ერთადერთი სიახლე დღეს ისაა, რომ ისევ ხალხის ფულიდან, ბიუჯეტიდან, 8 მლნ დოლარი აიღეს და კერძო ბიზნესმენისგან წყლით სარგებლობის ლიცენზია გამოისყიდეს.

“ხო ააღორძინა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბო და ხო ააყვავა… რა გააკეთა, არაფერი არ გაუკეთებია. ხმა მოგვეციო დადიოდნენ არჩევნებზე და ხმა რომ მივეცით მერე კაციშვილი არ გამოჩენილა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი “მთავარ არხთან”.

ადგილობრივების თქმით, დაპირებებიდან არაფერი შეასრულა და მათი პატრონი არავინ არის.

“ერთი ნაცნობი კაცი მყავს თბილისში, სახლიდან რომ გამოდიოდა, სამების ტაძარია მის წინ და იმაზე კი არა, ბიძინაზე იწერდა პირჯვარს და ახლა მისი სახელის გაგონება აღარ უნდა, ამნაირი სიტუაციაა ქვეყანაში. წყალტუბოში ერთი სანატორიუმი მუშაობს მარტო, დანარჩენი ისეა, გეგონება გუშინ, მეორე მსოფლიო ომი იყოო“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი “მთავარ არხთან“.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალტუბოში არაფერი კეთდება.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წყალტუბოში მთავარი პრობლემა იყო წყალი, რომელიც ახლა მისი თქმით, სახელმწიფომ “აღნიშნული სიმდიდრე დეკემბერში 8 მლნ დოლარად გამოისყიდა“.

კომენტარები