მთავარიახალი ამბებისლაიდი

“რას მოუტანდა პარლამენტი ქუთაისს და იმერეთს, სწორი პოლიტიკის შედეგად”

“რას მოუტანდა პარლამენტი ქუთაისს და იმერეთს, სწორი პოლიტიკის შედეგად”

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი უფროსი და ყოფილი ვიცე მერი თენგიზ თოფურიძე სოციალურ ქსელში იმ სარგებელზე საუბრობს, რომელიც ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსით ექნებოდა.

“რას მოუტანდა პარლამენტი ქუთაისს და იმერეთს, სწორი პოლიტიკის შედეგად:

1. ქალაქის საპარლამენტო სტატუსს;

2. ქალაქის და იმერეთის რეგიონის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, მის ინტეგრირებას ცივილიზებულ მსოფლიოში;

3. ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის საქმიან ვიზიტებს, შეხვედრებს, ღონისძიებებს ქუთაისში;

4. საგზაო, სატრანსპორტო, წყალგაყვანილობის, სანიაღვრე, საკანალიზაციო, ციფრული, საკომუნიკაციო, კვების, სასტუმრო, მომსახურების, რეკრეაციული, გასართობი და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, იმერეთში;

5. ინვესტორების მაღალ ინტერესს რეგიონის მასშტაბით;

6. ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონში;

7. დამატებითი ასიგნებების მობილიზებას ადგილობრივ ბიუჯეტებში;

8. ფასების მატებას უძრავ ქონებაზე, არამხოლოდ ქუთაისში;

9. ქუთაისის, როგორც აგლომერატის პერსპექტივის გაჩენას და საქართველოში მეორე მსხვილი აგლომერაციის პერსპექტივას;

10. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებას, იმერეთის რეგიონში;

11. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, იმერეთის რეგიონში;

12. ემიგრაციის შემცირებას, იმერეთის რეგიონში;

13. ეტაპობრივად, სხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ მათი წარმომადგენლობების მობილიზებას, პარლამენტის გარშემო;

14. მედიარესურსების მობილიზებას დასავლეთ საქართველოში და პიარს, ყველა მიმართულებით;

15. კუთხური ნაციონალიზმის და სეპარაციის ნგრევას თუ არა, პროცესის დაჩქარებას მაინც, ქართველის ცნობიერებაში”, – წერს სოცოლაურ ქსელში თენგიზ თოფურიძე.

ქუთაისში პარლამენტი 2012 წელს გადმოიტანეს, “ქართულმა ოცნებამ” კი 2018 წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანო თბილისში დააბრუნა.

კომენტარები