შოთა მიშველიძემ საქართველოს ნაკრებს სამივე სინჯის – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი შესძინა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, შოთა მიშველიძემ (67კგ) ატაცში 135/139/142კგ დაძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა. ძალოსანმა აკვრაში 165 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 307 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაესაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა 61კგ წონითი კატეგორია შეიცვალა და 67 კილოგრამში ეს მისი პირველი ასპარეზობაა.
მიშველიძემ ატაცის ოქროს მედალთან ერთად საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ დაამყარა.
“შესანიშნავად იასპარეზა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა გოგა ჩხეიძემ. ძალოსანმა გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, ატაცში 131/134/137კგ დაძლია და მე-4 ადგილი დაიკავა. ჩხეიძემ აკვრაში თავი 155/159 კილოგრამს გაართვა და მე-6 პოზიციაზეა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 296 კილოგრამით კი მე-4 ადგილზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა საქართველოს ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში მნიშვნელოვანი ქულები შესძინა”, – აცხადებენ საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაში.
კომენტარები